„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი გულისხმობს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის თანამედროვე მექანიზმების დანერგვას. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განსახორციელებელი აქტივობები.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ გახსნეს.
პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. მის განხორციელებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
საინფორმაციო შეხვედრას ბათუმის ვიცემერი ლევან დავითაძე ესწრებოდა.