არჩილ ჩიქოვანმა ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს უმასპინძლა
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს უმასპინძლა. არჩილ ჩიქოვანმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს ვუმასპინძლეთ, რომლებიც ბათუმობის ფარგლებში ჩვენს ქალაქს სტუმრობენ. ბათუმი განსაკუთრებული ტრადიციებით გამორჩეული, ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ლამაზდება. ჩვენს ქალაქს ყოველწლიურად ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ჩამოსულ თითოეულ ადამიანს დიდხანს გაჰყვება ამ ქალაქში მიღებული ემოციები.
მადლობა მინდა გადავუხადო დელეგაციების წევრებს ჩამობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. იმედი მაქვს, რომ ბათუმობის სადღესასწაულო ღონისძიებებით ისიამოვნებენ როგორც ჩვენი თანაქალაქელები, ასევე, ქალაქის სტუმრები“.
Batumi City Mayor Archil Chikovani hosted the Batumi sister cities’ delegations. Archil Chikovani expressed his gratefulness to the guests for their visit and underlined the importance of sister city relationship.
"Today we have hosted the delegations of Batumi sister cities, who are visiting our city to celebrate Batumi City Day with us. Batumi is a beautiful seaside city with its special traditions, the city which is developing and becoming more beautiful day by day. Many guests come to our city every year. I strongly believe that every person who visited Batumi are filled with unforgettable emotions that last for a long time.
I would like to thank the members of the delegations for visiting us, for their support and cooperation between our cities. I hope all the guests and Batumi citizens will enjoy the Batumi City Day events“.