ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
![](/storage/1mrOlVvdZLfaq3zN3QaqrezsolwWKf3DUKn4sred.jpg)
▪️ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში ლეონიძის ქ. #6ბ-ში საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს.
▪️ ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ბორდიურებისა და გზაგამყოფი ზოლის მოწყობა ხორციელდება.
▪️ მიმდინარეობს მუსხელიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა.
▪️ დაზიანებული გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია ქალაქის მასშტაბით ათამდე მისამართზე ხორციელდება.
▪️ ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს მირიან მეფის მესამე ჩიხის #8-ში.
▪️ გუდიაშვილის ქ. #18/20-ის ეზოში მდებარე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა გრძელდება. სამუშაოები ათი დღის ვადაში დასრულდება.
▪️ ქალაქის მასშტაბით, დაზიანებული ქვაფენილის საფარიანი ქუჩებისა და ტროტუარის ფილების შეკეთება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები შ. ხიმშიაშვილის, ტაბიძის, აღმაშენებლისა და ზ. გამსახურდიას ქუჩებზე დილიდან მიმდინარეობს.
▪️ სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა ბერიძის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, მეტაქსას, ს. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, ლერმონტოვის, მაიაკოვსკის, სოხუმის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე.
▪️ ღია არხები იწმინდება წმ. ევდომოზ პირველის, დიასამიძისა და ვარშანიძის ქუჩებზე.
▪️ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ურნების რეცხვის, დეზინფექციისა და დეზინსექციის სამუშაოები.
▪️ გრძელდება სკვერების, პარკების, მწვანე სივრცეებისა და ეზოების გაცელვა.