#იმედისახლიდანშორს
![](/storage/AYLnwpxLtQt6PFOh8CPv8bzowHn6lIhMTkVLLJ5k.jpg)
ბათუმის ცენტრალურ პარკში ადგილობრივი სამხატვრო სკოლების მოსწავლეებმა და ცნობილმა ქართველმა კედლის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ კედლები მოხატეს თემაზე #იმედისახლიდანშორს
ღონისძიება ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნად და იძულებით გადაადგილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ლტოლვილთა სოლიდარობის მიზნით გაიმართა.
აქტივობა ბათუმის მერიისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდა.