ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
![](/storage/XpltSl5lCHb5U3YTeCayBg6DNiO51tnpOQR8et0h.jpg)
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები 10-ამდე მისამართზე მიმდინარეობს.
ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე.
ხიდის მოწყობა გრძელდება ზედაღელის ქ. #3-ის მიმდებარედ.
დაზიანებული ტროტუარის ფილებისა და ქვაფენილის აღდგენა მიმდინარეობს მელაშვილის, რუსთაველისა და ბაგრატიონის ქუჩებზე.
გორგილაძის ქ. #54/62-ში მდებარე სპორტულ მოედანს უტარდება რეაბილიტაცია.
კობალაძის ქ. #6-ში დაზიანებული ფანჩატურისა და საბაღე სკამების აღდგენა მიმდინარეობს.
ქალაქის მასშტაბით შადრევნების მორეცხვა-დასუფთავება გრძელდება.
სანიაღვრე ჭებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ბერიძის, წერეთლის, რუსთაველის, ხახუტაიშვილის, თაყაიშვილის, ს. ხიმშიაშვილის, ლეონიძის, ნიჟარაძის, ლადო ასათიანისა და კომახიძის ქუჩებზე.
ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანება დაიწყო. მელაშვილის ქუჩაზე ხე-მცენარეები დაირგო. ქალაქის მასშტაბით გამწვანების სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
მიმდინარეობს პარკების, სკვერებისა და მწვანე სივრცეების მოწესრიგება.
ზღვის მიერ დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები დასრულდა.