logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.gov.ge
avatar
ქ. ბარი - იტალია. 1987 წ.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, განათლება, კულტურა, ტურიზმი. ქ. ბარი - საპორტო ქალაქი სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონისა და ბარის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობა 13,719 ადამიანი. ქ.ბარის ეკონომიკა ძირითადათ დამოკიდებულია ბარის პორტზე, სარკინიგზო კვანძზე და სოზინას გვირაბზე. ბარში ხდება ზეითუნის ზეთისა და ბროწეულის წვენის წარმოება. იგი, აგრეთვე, მდიდარია ციტრუსით.

 

avatar
ქ. სან სებასტიანი - ესპანეთი. 1987 წ.

ქ. სან-სებასტიანიáგიპუზკოას პროვინციის დედაქალაქია (ბასკეთის ესპანური ავტონომიური გაერთიანება). ქალაქი მდებარეობს ესპანთის ჩრდილოეთით, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 182,930 ადამიანს. სან-სებასტიანი თავისი შესანიშნავი სანაპირო ზოლით, ცნობილი საზღვაო კურორტია.



avatar
ქ. სავანა - აშშ, ჯორჯიას შტატი. 1992 წ.

აშშ-ის ერთ ერთი შტატის, ჯორჯიას ქლაქი, რომლის მოსახლეობაც 136 ათას შეადგენს. მისი ფართობია 202,3 კვადრატული კილომეტრია. მდებარეობს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე.

avatar
ქ. ნიკოლაევი - უკრაინა. 1995 წ.

ერთ-ერთი მთავარი ქალაქი სამხრეთ უკრაინაში. მრეწველობის სფეროში ნიკოლაევში მთავარი ადგილი უჭირავს მანქანათმშენებლობას და ლითონის დამუშავებას, რომელთა შორის გამოირჩევა გემთმშენებლობა და ენერგეტიკული მანქანათმშენებლობა. ქალაქის სამრეწველო ქარხნები უზრუნველყოფენ მთელი უკრაინის გემთმშენებლობის მოცულობის 50%-ს, გაზოტურბინების სახელმწიფო წარმოების 90%-ზე მეტს, ალუმინის ნედლეულის წარმოების 80%.

avatar
ქ. ზიბო - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 1995 წ.

ზიბო არის პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ შანდონგის პროვინციაში. ზიბო მოიცავს 5,938 კვადრატულ კილომეტრს (2,293 კვ. მილი). 2010 წლის აღწერის მონაცემებით, ზიბოს მოსახლეობა შეადგენდა 4,53 მილიონს. წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ცენტრს.

avatar
ქ. პირეი - საბერძნეთი. 1996 წ.

ქ. პირეი პირეის პრფექტურის დედაქალაქია. იგი მდებარეობს ათენის სამხრეთით და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს, ათენის ინდუსტრიულ ცენტრს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175,697 ადამიანს.

avatar
ქ. ტრაპიზონი - თურქეთი. 2000 წ.

ქ. ტრაპიზონი ტრაპიზონის პროვინციის დედაქალაქია. იგი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 214,949 ადამიანს. ტრაპიზონი თლისა და ჩაის ექსპორტიორი ქალაქია. აგრეთვე, აქ მოიპოვებენ ქაფშიას, რითაც მარაგდება მთელი თურქეთი.

avatar
ქ. ვანაძორი - სომხეთი. 2006 წ.

ქალაქი სომხეთში. იგი სიდიდით მესამეა ერევნისა და გიუმრის შემდეგ, ლორის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თბილისი-გიუმრის სარკინიგზო ხაზზე. ქალაქის წინა სახელია ყარაქილისი (თურქულად "შავი ეკლესია"). 1935 წელს სერგეი კიროვის გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად ეწოდა კიროვაკანი. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1993 წელს. 

avatar
ქ. ვოლოსი - საბერძნეთი. 2007 წ.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ტურიზმი.

avatar
ქ. ბურგასი - ბულგარეთი. 2009 წ.

ბურგასი არის ქალაქი და ნავსადგური ბულგარეთში, ბურგასის ყურის სანაპიროზე. ბურგასი ქვეყნის მნიშვნელოვანი თევსაჭერი ბაზა და საკურორტო ზონაა.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

avatar
ქ. მარბელლა – ესპანეთი. 2010 წ.

მარბელა არის ანდალუსიას ქალაქი, ესპანთეში, იგი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და მისი მოსახლეობა შეადგენს 135, 000
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

avatar
ქ. კუშადასი – თურქეთი. 2010 წ.

კუშადასი არის თურქეთის ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ისეთი ანტიკური ქალაქების მახლობლად, როგორებიცაა: ეფესი, მილეტი, ლიდიმი. კუშადასიდან 30 კილომეტრში მდებარეობს უნიკალური ნაციონალური პარკი, რომლისგანაც მოჩანს ბერძნული კუნძული სამოსი.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი.



avatar
ქ. ორდუ – თურქეთი. 2011 წ.

ორდუ არის ქალაქი თურქეთში, რომლის მოსახლეობა 130.000 შეადგენს. არის ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.



avatar
ქ. ტერნოპოლი – უკრაინა. 2011 წ.

ტერნოპოლი არის ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სიდიდით არის მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში.

თანამშრომლობის სფეროები: ეკონომიკა, ჯანდაცვა, ტურიზმი, განათლება, კულტურა.

avatar
ნიუ ორლეანი – აშშ. 2012 წ.

ნიუ ორლეანი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი ნავსადგურია, რომელიც მდებარეობს ლუიზიანას შტატში. 

avatar
ქ. იალოვა – თურქეთი. 2012 წ.

ქ.იალოვა   ჩრდილოეთ–დასავლეთ თურქეთში,  მარმარილოს ზღვის რეგიონში მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი იალოვა . პროვინციას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარმარილოს ზღვა. სამხრეთით ბურსას პროვინცია , ხოლო აღმოსავლეთიდან  ქოჯაელის პროვინცია.

avatar
ქ. ნახჭივანი – აზერბაიჯანი. 2012 წ.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა - ტერიტორიული ანკლავი. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — სომხეთი, სამხრეთით — ირანი. ფართობი — 5,5 ათასი კმ². ნახჭევანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაქსი. მოსახლეობა — 370 ათასი; ძირითადად აზერბაიჯანელები, რუსები. ადმინისტრაციულად იყოფა 6 რაიონად. რესპუბლიკაში 4 ქალაქია, დედაქალაქი — ნახჭევანი.

avatar
ქ. აშდოდი - ისრაელი. 2012 წ.

ქალაქი ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით. აშდოდის პორტი უდიდესია მთელს ისრაელში და მთელი იმპორტის 6% შედის. აშდოდი დაარსდა 1956 წელს, თუმცა ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1968 წელს მიიღო.

avatar
ქ. დაუგავპილსი – ლატვია. 2012 წ.

ქ. დაუგავპილსი სამხრეთ აღმოსავლეთ ლატვიაში მდებარეობს.  რიგის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქია . დაუგავპილსი ლატვიის  მთავარი სარკინიგზო და  ინდუსტრიული ცენტრია.

avatar
ქ. როსტოკი - გერმანია. 2012 წ.

ქ. როსტოკი მდებარეობს გერმანიაში უდიდესია მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში. როსტოკი იყო გდრ-ის უდიდესი ნავსადგური. მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. შედგება 8 ადმინისტრაციული რაიონისაგან. როსტოკის ფართობია 181.44 კვ.მ, მოსახლეობა კი, 199. 097 კაცია.


avatar
შარმ-ელ-შეიხი-ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა. 2014 წ.

მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ქალაქს გასასვლელიუ აქვს წითელ ზღვაზე. შარმ-ელ-შეიხი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია, მოსახლეობა შეადგენს 35 000 ადამიანს. წარმოადგენს სამხრეთ სინაის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქს.

 

avatar
პრაღა 1- ჩეხეთის რესპუბლიკა. 2013 წ.

პრაღა 1 მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და წარმოადგენს ჩეხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ საქალაქო რაიონს. პრაღა 1 პრაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და წარმოადგენს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. პრაღა 1-ის ფართობი 5.53 კვ.მ-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 32 552 კაცი.


avatar
ქ. ურუმჩი - ჩინეთი. 2015 წ.

ურუმჩი ჩინეთის პროვინცია სინიანის დედაქალაქია. იგი სავაჭრო ქალაქს წარმოადგენს, რომელიც ფლობს უდიდეს ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს. ურუმჩიში მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქარის ენერგიის ცენტრი. შედგება 7 რაიონისა და 1 მაზრისაგან. ფართობი 15 173,13 კვ.მ-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 3 112 559 კაცი.


avatar
ქ. იურმალა - ლატვია. 2014 წ.

Jūrmala ნიშნავს "ზღვის ნაპირს", "პლაჟს". მდებარეობს  რიგის მახლობლად. იურმალა საკურორტო ქალაქია, რომელიც 32 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოქცეულია რიგის ყურესა და მდინარე ლეილუპეს შორის.

avatar
ქ. ბრესტი - ბელარუსი. 2015 წ.

ბრესტის ოლქისა და ბრესტის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან. არის მსხვილი სატრანსპორტო კვანძი, მდინარე მუხავეცის სამდინარო პორტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი. ქალაქს მდიდარი და უძველესი ისტორია აქვს, პირველად ისტორიულ წყაროებში 1019 წელსაა ნახსენები.

avatar
ქ. პაფოსი - კვიპროსი. 2016 წ.

ქ. პაფოსი მდებარეობს კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქში, სადაც მდებარეობს ქალაქის ცენტრი, განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში, კი ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი. პაფოსის ფართობი 400 კვ.მ-ია. მოსახლეობის რაოდენობა -  47 000 კაცია.


avatar
ქ. ნისა - პოლონეთი. 2017 წ.

ნისა სილეზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც სავარაუდოდ მე-10 საუკუნეში დაარსდა.  43,849 მოსახლეობით (2019), ის არის ნისას ოლქის დედაქალაქი. იგი მოიცავს გმინა ნისას მიმდებარე ურბანულ ნაწილს. ისტორიულად ქალაქი ზემო სილეზიის ნაწილი იყო.



avatar
ქ. მოგილიოვი - ბელარუსის რესპუბლიკა. 2017 წ.

ქალაქი ბელარუსში, მოგილიოვის ოლქისა და მოგილიოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამეა ბელარუსში (374 644 2015 წლის მონაცემებით). მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრის ნაპირზე, მინსკიდან აღმოსავლეთით 200 კილომეტრში. ფართობი 118,5 კმ².

avatar
ქ. სიანიანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2017 წ.

ქ. სიანიანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2017 წ.

avatar
ქ. ხერსონი - უკრაინა. 2018 წ.

ქალაქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.



avatar
ქ. ნეთანია - ისრაელის სახელმწიფო. 2018 წ.

ჩრდილოეთ ცენტრალურ ოლქში მდებარე ქალაქი და მიმდებარე შერონის დაბლობის დედაქალაქი. ნეთანიამ სახელწოდება მიიღო მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნათელ სტრაუსის, გამოჩენილი ებრაელი ამერიკელი ვაჭრისა და ქველმოქმედის საპატივცემულოდ. 14 კილომეტრიანი პლაჟი (8.7 მილი) დაშორებულია ქალაქიდან და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ კურორტს. 2018 წელს ქალაქში ცხოვრობდა 217,244 მოსახლე, ის ისრაელის მე-7 უდიდესი ქალაქი გახდა.

avatar
ქ. უმანი - უკრაინა. 2018 წ.

ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ჩერკასის ოლქში. 2013 წელს ქალაქის მოსახლეობა 86621 კაცს შეადგენდა.

avatar
ქ. ლიენუნგანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2019 წ.

ქ. ლიენუნგანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2019 წ.

avatar
ქ. ვროცლავი - პოლონეთის რესპუბლიკა. 2019 წ.

ქალაქი პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ოდრის ნაპირებზე. სილეზიის ისტორიული დედაქალაქი, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი. ქალაქში მიედინება 5 მდინარე ოდრა და მისი 4 შენაკადი. მეორე მსოფლიო ომამდე ქალაქში იყო 330 ხიდი, ამჟამად მათი რიცხვი 220-ია. ამჟამად ვროცლავი ქვემო სილეზიის სავოევოდოს და ვროცლავის პოვიატის დედაქალქია. შედგება 9 გმინისაგან.

avatar
ქ. კონსტანცა - რუმინეთი. 2020 წ.

უძველესი ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, დობრუჯას რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე. კონსტანცის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა დაახლოებით ძვ. წ. 600 წელს. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 302 040 ადამიანს. კონსტანცაშია სიდიდით მეორე მეტროპოლიტენი რუმინეთში (ბუქარესტის მეტროპოლიტენის შემდეგ). კონსტანცას პორტი, რომლის ფართობია 39.26 კმ² და სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრი, არის უდიდესი პორტი შავ ზღვაზე და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში.

avatar
ქ. სანია - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. 2021 წ. (განზრახვის წერილი)

ჰაინანის კუნძულის ყველაზე სამხრეთი ქალაქი და სამხრეთ ჩინეთის ჰაინანის პროვინციის ოთხი პრეფექტურის დონის ქალაქებიდან ერთ-ერთი. 2020 წლის აღწერის მიხედვით, სანიას მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 1,031,396 მოსახლეს  1,905 კვ.მ ტერიტორიაზე.

avatar
ზიელონა გურა-პოლონეთის რესპუბლიკა. 2022 წ. (განზრახვის მემორანდუმი)

უდიდესი ქალაქი ლუბუშის ვოევოდაში, რომელიც მდებარეობს დასავლეთ პოლონეთში, 140 403 მოსახლეობით (2021). აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა - პოლონეთ-გერმანიის საზღვრიდან არც თუ ისე შორს და რამდენიმე საერთაშორისო საავტომობილო და სარკინიგზო მარშრუტებზე, რომლებიც აკავშირებს სკანდინავიას სამხრეთ ევროპასა და ვარშავას ბერლინთან. რეგიონი ასევე მჭიდრო კავშირშია ვენახებთან და ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.

avatar
ქ. კლაიპედა - ლიეტუვა. 2022 წ. (განზრახვის წერილი)

მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე. ლიეტუვის ერთადერთ პორტს აქვს საბორნე კავშირი შვედეთთან და გერმანიასთან. ქალაქის უძველესი ხის ბოძებით მორთული შენობების ფასადები მსგავსია გერმანიის, ინგლისისა და დანიის ძველი საპორტო ქალაქების არქიტექტურის. 2011 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 161,300 ადამიანს შეადგენს. კლაიპედა ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქია და კლაიპედის მაზრის ცენტრია.

avatar
ბარი - მონტენეგრო. 2023 წ.

ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქი სამხრეთ მონტენეგროში. ეს არის ბარის მუნიციპალიტეტის დედაქალაქი და ტურიზმის ცენტრი. 2023 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში 15 868 მოქალაქე ცხოვრობს. ბარი ისტორიული ქალაქია-არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ამ ადგილას სიცოცხლის არსებობას პრეისტორიულ ხანაში. ბარი მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ის დაახლოებით 53 კილომეტრშია პოდგორიცადან, მონტენეგროს დედაქალაქიდან.

avatar
ლუგანო - შვეიცარია. 2023 წ.

ქალაქი სამხრეთ შვეიცარიაში. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, წარმოადგენს შვეიცარიის მე-9 ქალაქს და იტალიის ფარგლებს გარეთ არსებულ უდიდეს იტალიურენოვან ქალაქს. გაშენებულია ლუგანოს ტბის ნაპირებზე. ცნობილია თბილი კლიმატით.

avatar
კესტჰეი - უნგრეთი. 2023 წ.

მდებარეობს ბალატონის ტბის დასავლეთ სანაპიროზე. ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი ტბის პირას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ცენტრი რეგიონში. ხელსაყრელი მდებარეობის, გზისა და სარკინიგზო წვდომის გამო, კესტჰეი და მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი სასურველი დასასვენებელი ადგილია.

avatar
ვერონა - იტალიის რესპუბლიკა. 2010 წ.

ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონში. წარმოადგენს რეგიონის შვიდი პროვინციული დედაქალაქიდან ერთ-ერთს. მისი კულტურული მემკვიდრეობის, რამდენიმე ყოფლეწლიური ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის წყალობით, ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2000 წელს, იუნესკომ ვერონა მისი ურბანული სტრუქტურისა და არქიტექტურის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.