logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge

ინფორმაცია ვაკანტურ პოზიციაზე (ჰორიზონტალური) გადაყვანის მსურველ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის


 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და   48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის სამსახურის მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე (ჰორიზონტალური) გადაყვანის მსურველი კანდიდატის გამოსავლენად დაწყებულია განაცხადების მიღება.

 

მოხელის გადაყვანა გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში.

განაცხადის დარეგისტრირება შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: hr@Batumi.ge

 

გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის წარმოდგენისათვის განსაზღვრულია 2 (ორი) სამუშაო დღის ვადა.