logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.11.2024

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო


Image

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო. 

ბიუჯეტის პროექტს დღეს მწვანე კონცხის, თამარისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო.

საჯარო განხილვები ეტაპობრივად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.

შეხვედრები ხვალ ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან არის დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 492 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://batumi.gov.ge/budget

შეხვედრების გრაფიკი: https://rb.gy/4wsa5e 

ვიდეორგოლი