08.06.2025
ბათუმმა უმასპინძლა ევროპის ღია თასს ნიჩბოსნობაში - „Dragon Boat Euro Cup 2025“

პირველად საქართველოს ისტორიაში ბათუმმა უმასპინძლა ევროპის ღია თასს ნიჩბოსნობაში - „Dragon Boat Euro Cup 2025“.
საერთაშორისო სპორტული ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური იყო - 25 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია მსგავსი ჩემპიონატების გამართვა ბათუმში, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
ბათუმი - როგორც ევროპის სპორტის ქალაქი ამართლებს ამ სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს მომავალშიც ვუმასპინძლოთ მაღალი დონის სპორტულ ღონისძიებებს-ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე - ვიდეორგოლი