logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.12.2024 სიახლე

საახალწლო ღონისძიებები


Image

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება.

საახალწლო სოფელში წარმოდგენილი იქნება ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა. 15:00 საათიდან დაიწყება მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობები.

კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული ბენდების მონაწილეობით დაგეგმილია 28-29-31 დეკემბერსა და 2-3-4-5-7 იანვარს.

ახალი წლის ღამეს გაიმართება გალაკონცერტი.

სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.