საკრებულოს სხდომა
დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
• საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება ბათუმის საზღვრებში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში, რაც გულისხმობს სამარშრუტო ხაზების სქემების ცვლილებას მგზავრთა მოთხოვნების შესაბამისად.
• დამტკიცდა განკარგულება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც გულისხმობს დიმიტრი სვიშევსკის ქ. #1 გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის შემდგომში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემას, მასზე გვირაბის სამართავი ოფისის მოსაწყობად. ასევე მიიღეს განკარგულება ბარათაშვილის ჩიხის #4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 171,0 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში მისი პირდაპირი განკარგვის წესით შპს „გორბი 2020”-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, მისი საპრივატიზებო ღირებულების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში ჩარიცხვის პირობით.
• ცვლილება შევიდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს # გ-15 განკარგულებაში 26 მაისის ქ. #13-ში განხორციელებული ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ერთ-ერთი მესაკუთრისთვის გადასაცემი უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტებას.
• საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი და საკომპენსაციო ღონისძიებების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილების მიხედვით, ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მშენებლობის ნებართვის აღებამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავარიული სახლის დემონტაჟის პირობით. ცვლილება ასევე მოიცავს ავარიულ სახლში მცხოვრებ მესაკუთრეებსა და დეველოპერულ კომპანიას შორის შეთანხმებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ დეტალებს.
• სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება თამარ მეფის I შესახვევის #2-ში, იოსებ ნონეშვილის ქ. #1-სა და #1-ის მიმდებარედ, ასევე # 1ა-სა და # 1ზ-ში, ბაგრატიონის ქ. # 127გ-ში, მეზღვაურთა ქ. #12, #1, # 14ა-სა და #16-ში, ადლიის ქ. #59-სა და ადლიის III ჩიხის #1-ში, ასევე ზღვისპირის ქ. # 1ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაში ცვლილება დამტკიცდა შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: ადლიის ქ. #53/57, გრიგოლ ელიავას ქ. #17, #19, ზღვისპირის ქ. # 3ბ, #3 და # 3ა.
• საკრებულომ მიიღო დადგენილებები განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ შემდეგ მისამართებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ადლიის ქ. #5, #10, #8, #12 და #12-ის მიმდებარედ, ასევე ანგისის I შესახვევი - # 33ე, # 33ვ, #35, # 35ა, # 35ბ, # 35დ, ზღვისპირის ქ. # 1ა, მწვანე კონცხი - N05.34.22.731, N05.34.22.732. ხოლო ცვლილება შევიდა 2023 წლის 13 თებერვალს ქ. ბათუმის საკრებულოს #3 დადგენილებით დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში.
• სხდომაზე ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 აპრილის #25 განკარგულებაში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილისა და განაშენიანების მართვის რეგლამენტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.
• საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფილოლოგის, პროფესორ ნელი დუმბაძისა და პედაგოგის, ღირსების ორდენის მფლობელის, გულნარა შანიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად მათ საცხოვრებელ სახლებზე პეტრე მელიქიშვილის ქ. #2-სა და კონსტანტინე გამსახურდიას ქ. #4-ში მემორიალური დაფა განთავსდება.