logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.05.2026 სიახლე

12 მაისიდან 25 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე


Image

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მაისიდან 25 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე.

შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან, რომლის ფარგლებშიც, ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება უკვე დასრულდა 8 ქუჩასა და მონაკვეთზე, ხოლო დაგეგმილია 11-ზე. სამუშაოები, ასევე, სანიაღვრე სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.