04.03.2026
სიახლე
14 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში
ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს 18:00 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ხოლო 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით - პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.