logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
16.06.2026 სიახლე

16 ივნისის 21:00 საათიდან 30 ივნისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთზე


Image

 

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ივნისის 21:00 საათიდან 30 ივნისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.