logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.03.2025

20 მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადასცა


Image

ბათუმის მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებთან ერთად, 20 მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარს სასურსათო პაკეტები გადასცა.

ბათუმის მერიას და წითელი ჯვრის საზოგადოებას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაა.

წინა წლებში, წითელი ჯვრის ჩართულობით, ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფულადი დახმარება და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. სამომავლოდაც იგეგმება გასულ დღეებში სტიქიით დაზარალებულ პირთა დახმარება და სხვადასხვა სოციალურ პროექტზე მუშაობა.