logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
08.10.2026 სიახლე

2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა


Image

2021 წლის 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.