2024 წელს ბათუმში 8 300 -ამდე ხე-მცენარე დაირგო

გამწვანების სამსახურის მიერ 2024 წელს, ქალაქის მასშტაბით 8 300 -ამდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.
ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არსებულ 10 000- ზე მეტ ხე მცენარეს ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიება-წამლობა.
ქალაქში არსებულ პარკებში, სკვერებში, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებში სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი გაზაფხული-ზაფხულის, შემოდგომა-ზამთრის ყვავილების 1 მილიონი ჩითილი დაირგო.
ჩითილები ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.
ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული ხეები ჩაუმქრალი კირით შეთეთრდა.
2024 წელს, ქალაქის ფარგლებში განხორციელდა 2500 ძირი ხის გასხვლა-ფორმირების და გადაბელვის სამუშაოები.
ასევე ეზოების, სკვერების, ზღვის სანაპირო ზოლის და სხვა მწვანე საფარის გაიცელა 8 450 900 კვ.მ. ტერიტორიაზე.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით 10 000 -ამდე ხე-მცენარეების შეკვრისა და გამაგრების სამუშაოები შესრულდა.
მიმდინარე წელს პარკებში, სკვერებში, მწვანე სივრცეებსა და ეზოებში 27 000 -ამდე ხე-მცენარე გაიწმინდა სარეველას ბალახებისგან და ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები განხორციელდა.
2024 წელს ქალაქში 3000-ამდე ხე-მცენარე შეიწამლა, ასევე 15 000 -ამდე კვ.მ საფეხმავლო ბილიკი ჰერბიციდით დამუშავდა.
750 კვ.მ ტერიტორიაზე დაიგო კორდი, ასევე წრიულებში და საყვავილე კლუმბებში 100 კუბური მეტრი ნიადაგისა და ტორფი შეტანის სამუშაოები განხორციელდა.