logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.05.2026 სიახლე

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


Image

ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად და საზეიმო განწყობით აღინიშნა.

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მასპინძლობდა. პატარებისთვის გაიმართა შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტები და ანსამბლები მონაწილეობით.

საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდი „ურსა“ წარდგა.

„ყველა ქართველს, შინ თუ გარეთ, ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

26 მაისი არის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო.

საქართველოს წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სლოგანია - „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს“. ეს გზავნილი განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს იმ ფასეულობებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და შეუნარჩუნა ეროვნული ერთობა.

სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ბევრი ადამიანი შეიკრიბა - ოჯახები, ახალგაზრდები, ბავშვები, ქალაქის სტუმრები და ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, ძლიერ, ერთიან და წარმატებულ საქართველოს“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.