26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება
26 მაისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
11:00-20:00 - შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისათვის, ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
12:00-19:00 - „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრების სტენდი;
17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა;
17:15 - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები, დირიჟორი დავით მუქერია;
18:30 - ფოლკლორული ანსამბლები;
20:00 - ბენდი „ურსა“.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!