27.05.2026
სიახლე
28 მაისიდან 12 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე
ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 28 მაისიდან 12 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მურად ხინიკაძის ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან მიხეილ ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში და ლერმონტოვის ქუჩაზე, ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან ცენტრალური პარკის შესასვლელამდე.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.