02.10.2024
288 ობიექტზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო უსაფრთხოების ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 288 ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.
მათ შორის:
➢ 288 - ობიექტზე გაიცა შესაბამისი მითითება;
➢ 255 - ობიექტმა მითითების პირობები შეასრულა და წარმოება შეწყდა, 33-ზე საქმისწარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს;
➢ 382 - ობიექტზე შემოწმების აქტი დაიწერა, მათ შორის 94 ობიექტი განმეორებით გადამოწმდა;
➢ 85 - ობიექტი მოქალაქეების მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე შემოწმდა;
➢ 67 - წერილი მომზადდა და გაეგზავნა განმცხადებლებს (დადგენილი ვადის ფარგლებში).