logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.05.2026 სიახლე

5 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე


Image

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 1-ლი ივნისის 00:00 საათიდან 5 ივნისამდე სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება აეროპორტის გზატკეცილის №1-დან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა დაკავშირებულია აეროპორტის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც გულისხმობს №1-დან №93-ის ჩათვლით მონაკვეთის განახლებას. ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები იწყება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ეზოების შესასვლელების მოწესრიგება, გარეგანათების ქსელის განახლება, ავტოსადგომების მოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და გამწვანების სამუშაოები. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შეეხება აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტს.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.