5 მაისიდან 21 მაისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისიდან 21 მაისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში.
შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში:
№1 - სევერიანე აჭარელის ქუჩა - შავშეთის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - თავდადებულის ქუჩა;
№1ა - ჭავჭავაძის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - შავშეთის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა;
№4 - ბარათაშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - შავშეთის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
№7 - ბარათაშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - თავდადებულის ქუჩა - პუშკინის ქუჩა - სულაბერიძის ქუჩა;
№7ა - სულაბერიძის ქუჩა - პუშკინის ქუჩა - თავდადებულის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - ბარათაშვილის ქუჩა;
№8 - ჭავჭავაძის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - შავშეთის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა;
№11 - ბარათაშვილის ქუჩა - ჭავჭავაძის ქუჩა - თავდადებულის ქუჩა - პუშკინის ქუჩა - სოხუმის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;
№12, №16 და №19 - ჭავჭავაძის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - შავშეთის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
ასევე, შეიცვლება მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტები:
№21, №22, №26, №26ა, №33, №35 და №37 - ჭავჭავაძის ქუჩა - ბაქოს ქუჩა - შავშეთის ქუჩა - სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.
გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.