logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
12.01.2026 სიახლე

ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თანამშრომელთა შეხვედრა


Image

ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თანამშრომელთა შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის დირექტორმა, დალი ფუტკარაძემ, წარადგინა და გააზიარა დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ფუნდამენტურ დანიშნულებას, ძირითად პრინციპებსა და განვითარების გრძელვადიან მიზნებს.

მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრით, ორგანიზაცია მიზანმიმართულად და ეტაპობრივად განახორციელებს დაგეგმილ სტრატეგიულ ამოცანებს, რაც ხელს შეუწყობს სისტემურ განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.