logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.10.2026 სიახლე

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 75 ოჯახს 1 183 432 მილიონი ლარის დახმარებას გამოუყოფს


Image

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 75 ოჯახს 1 183 432 მილიონი ლარის დახმარებას გამოუყოფს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების ან ადგილმონაცვლეობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 1 183 432 ლარი გამოეყოფათ.

2026 წელს, ამავე მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება უკვე გაეწია 618 ოჯახს. აღნიშნული მიზნისთვის სულ 7 699 401 ლარია გამოყოფილი.