logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
07.04.2025

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის წარდგენა


Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წარადგინა.
 

მთავრობის ახალი თავმჯდომარე და მის მიერ დასახელებული მინისტრები აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
 

"გაწეული სამუშაოსთვის მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. აქვე, ვულოცავ ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცებას და მინისტრთა კაბინეტს ნდობის გამოცხადებას" - განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.