logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.05.2026 სიახლე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი, ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ


Image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაღის მნიშვნელობას, როგორც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ სავიზიტო ბარათს და შავიზღვისპირეთის გამორჩეულ რეკრეაციულ სივრცეს.

ხაზი გაესვა ბაღის მრავალმხრივ ფუნქციას, სამეცნიერო-კვლევით, კულტურულ-საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით მიმართულებებს. აღინიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი მნიშვნელოვანი პლატფორმა ცოდნის გავრცელებისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისათვის.

საუბარი, ასევე, შეეხო გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარებას, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება და სივრცის შემდგომი გაუმჯობესება იგეგმება, რაც მის ტურისტულ და სამეცნიერო პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა დაათვალიერეს ბაღის სასათბურე მეურნეობა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება რეგიონის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.