logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.07.2026 სიახლე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა


Image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

სხდომაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონის წარმატებას და აქ მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ჯანდაცვის, სოციალური, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების მხარდაჭერას.

როგორც აღინიშნა, სხდომაზე განხილული პროექტები რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და შედეგები საზოგადოებას ეტაპობრივად წარედგინება.