აჭარის უმაღლეს საბჭოში ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლეს.
ღონისძიებას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორმა გოდერძი სურმანიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ბენეფიციარების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურ პასუხისმგებლობაზე, როგორც სახელმწიფოს, თვითმმართველობის, კერძო და საჯარო სექტორის სოციალური პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმზე.
ღონისძიების დასასრულს მოწვეულ ბენეფიციარებს მათ საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.