logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.11.2024

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება


Image

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება.

ბიუჯეტის პროექტს დღეს აეროპორტის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 492 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, მუნიციპალური სერვისების, ასევე ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება.

ხვალ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაიმართება.

ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://batumi.gov.ge/budget

შეხვედრების გრაფიკი: https://rb.gy/4wsa5e