13.07.2026
სიახლე
ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტის როლი უსაფრთხო და მასტიმულირებელი სოციალურ-ემოციური გარემოს შექმნაში.
ბათუმის №28 საბავშვო ბაღში ფსიქოლოგმა ნაირა ბერიძემ და სპეციალურმა პედაგოგმა ქეთევან კობალაძემ თანამშრომლებისა და მშობლებისთვის ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს თემაზე: „ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტის როლი უსაფრთხო და მასტიმულირებელი სოციალურ-ემოციური გარემოს შექმნაში.“
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც ემოციურად უსაფრთხო გარემოში იზრდებიან, უკეთ ახერხებენ საკუთარი ემოციების მართვას, თანატოლებთან თანამშრომლობასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.
პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა ის მიდგომები და პრაქტიკები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ჰარმონიულ განვითარებასა და წარმატებული სასწავლო გამოცდილების ჩამოყალიბებას.