logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
10.04.2026 სიახლე

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება


Image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ასევე, ფერიის სასაფლაომდე შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სერგი მესხის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, №11 სამარშრუტო ხაზი უკუმიმართულებით გადაადგილებისას იმოძრავებს გოგოლისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების გავლით, ხოლო №2 და №2ა ხაზებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილდებიან მაიაკოვსკის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.