08.05.2026
სიახლე
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“
საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს №68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საკონტაქტო საათს და მიზნად ისახავს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა;
ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად.