აკაკი წერეთლის, იოსებ იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების მონაკვეთებში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზე:
აკაკი წერეთლის ქუჩა, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში - მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
იოსებ იმედაშვილის ქუჩა, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით - მოძრაობა სრულად აიკრძალება
ბაქოს ქუჩა, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში - სავალი გზის მარცხენა ზოლში დროებით ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა იქნება.
აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებითად გაიზრდება სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.