13.06.2025
ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება დაიწყო

ბათუმის ქუჩებში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება დაიწყო. 1300 ერთეული 1100 ლიტრიანი ტევადობის პლასტმასის ურნა პირველ ეტაპზე ძველი და ახალი ბულვარისა და ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდა.
ბათუმის მასშტაბით ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლება ახლით ეტაპობრივად განხორციელდება.