31.12.2025
სიახლე
ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ღამის 02:00 საათამდე მოემსახურება
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, №1, №1ა, №3, №4, №7, №7ა, №10, №10ა, №11, №12, №13 და №16 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები, მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, ღამის 02:00 საათამდე მოემსახურება.
აღნიშნულ მარშრუტებზე 22:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.