logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.08.2025

აკუსტიკური ხმაური სეზონზე საგანგებო რეჟიმში ხორციელდება


Image

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ახორციელებს. ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე მიმდინარე წელს 69 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 16 სუბიექტი დაჯარიმდა.

598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (07:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.