logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.04.2025

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები


Image

„აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა.

დღეს პროექტის მიმდინარეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან ერთად დავათვალიერეთ. სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ახორციელებს, საზღვაო ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული შეფერხებების გამო, ტრანსპორტი გადასულია მოძრაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს დისკომფორტისათვის“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
ვიდეორგოლი