logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.07.2026 სიახლე

აქტიურად მიმდინარეობს შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა


Image

აქტიურად მიმდინარეობს შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა.

სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე ქსელის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა, ასევე, დაიგება ასფალტის საფარის ორი ფენა და შესრულდება საგზაო მონიშვნები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია ახალი გზების მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას და სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირებას. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საავტომობილო გზა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას. გასულ წელს ბათუმში 3 ახალი გზის მოწყობა დავასრულეთ, ხოლო წელს ქალაქის კიდევ 2 მონაკვეთში ვიწყებთ სხვადასხვა ქუჩების დამაკავშირებელი გზების მშენებლობას“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.