logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
21.11.2024

არდაგანისა და ნურის ტბებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა


Image

ტბების წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად, არდაგანისა და ნურის ტბებს ყოველთვიურად ლაბორატორიული კვლევა უტარდება.

წყლის სინჯების აღებასა და მათ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ კვლევას „ბათუმის წყლის" ლაბორატორია უზრუნველყოფს.

ტბების მექანიკური გაწმენდითი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.