logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.09.2025

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები


Image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც შენდება 8 სართულიანი კორპუსი. ამ დროისთვის ხორციელდება გარე ფასადისა და შიდა სივრცის მოწყობა.

პარალელურად მიმდინარეობს ახალი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მაიაკოვსკის ქუჩაზე. ამ დროისათვის დასრულებულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და ხორციელდება გარე და შიდა სივრცეების მოპირკეთება.

ასევე, ე.წ შანხაის დასახლებაში, მიმდინარეობს ორი 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამის ფარგლებში ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.