ავტორიზაციის მიმდინარე პროცესი
ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხარისხის უზრუნველყოფისა და საგანმანათლებლო პროცესების მართვის განყოფილებამ საბავშვო ბაღების მენეჯერებთან და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ავტორიზაციის მიმდინარე პროცესი, სტანდარტების ძირითადი მოთხოვნები, დამტკიცებული მარეგულირებელი დოკუმენტები და მათი პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო I სტანდარტს – „დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება“, მისიის, ხედვისა და ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ავტორიზაციისთვის საჭირო მტკიცებულებების მომზადებისა და მართვის საკითხებს.
შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და პრაქტიკული ნაბიჯების განსაზღვრა.
სამუშაო შეხვედრები ავტორიზაციის ყველა სტანდარტის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.