logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.05.2026 სიახლე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის დრამატულ თეატრში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

საღამო, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა, ფუად აზიზოვმა გახსნა. აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აზერბაიჯანული ჯგუფის საკონცერტო პროგრამა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის, მანსუმ იბრაჰიმოვის ხელმძღვანელობით.

საღამოს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.