31.05.2026
სიახლე
ბაგრატიონი 2-ის სერვისცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, ბაგრატიონი 2-ის სერვისცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, მოსახლეობისგან შემოსულ საკითხებზე მუშაობას მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად განაგრძობს.
„უწყვეტ კომუნიკაციაში ვიქნებით მოქალაქეებთან, რათა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროულად განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.