logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
18.05.2026 სიახლე

ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება


Image

ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოქმედი სანებართვო პირობებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, ასევე, იმის დადგენას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო პროცესს, შესაბამის დასკვნას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოამზადებს.

საჭიროების შემთხვევაში გატარდება შესაბამისი და აუცილებელი საინჟინრო ღონისძიებები.

ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, საფრთხის შესაძლო არეალის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხო მანძილის დაცვით განხორციელდება.

მშენებლობის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მენაშენის ვალდებულებას წარმოადგენს.