ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს.
სპორტის სასახლეში დღეს ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ასტრიტ ჰასანმა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ წლის საუკეთესო ძალოსნები და ევროპის ამომავალი ვარსკვლავები.
ლაშა ტალახაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს სპორტის ხელშეწყობისთვის ჯილდო გადასცა.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აჭარის მთავრობისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
ტურნირში 45 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 სპორტსმენი მონაწილეობს. ჩემპიონატი 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.