logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
23.10.2025

ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა


Image

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თინათინ ზოიძესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც იტალიაში გაიმართა.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.