ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს
ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს.
ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმს სახელწოდებით „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ ბათუმი 7-8 სექტემბერს უმასპინძლებს. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი თემებია შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.