logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
19.11.2024

ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება


Image

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება.

ბიუჯეტის პროექტს დღეს ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო.

ხვალ კი შეხვედრა აეროპორტის, სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან არის დაგეგმილი.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს აქვთ საშუალება გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დამტკიცდეს.

ბიუჯეტის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://batumi.gov.ge/budget

შეხვედრების გრაფიკი: https://rb.gy/4wsa5e
ვიდეორგოლი