logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.11.2025 სიახლე

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა


Image

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა.

საჯარო განხილვები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობდა.

მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.